პოლიტიკური კრიზისი

კობახიძე: ქართული დემოკრატიისთვის უკეთესი იქნება ნაცმოძრაობა თუ არ შემოვა პარლამენტში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შემოვა თუ არ შემოვა [პარლამენტში], ამას არავისთვის, არც სუბიექტურად და არც ობიექტურად, აღარ აქვს არავითარი მნიშვნელობა. შეიძლება, უკეთესიც იყოს და უკეთესიც იქნება, რა თქმა უნდა, ქართული დემოკრატიისთვის, თუ ნაცმოძრაობა არ იქნება წარმოდგენილი, მაგრამ, გავიმეორებ, რომ ეს მათი გადასაწყვეტია

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე. როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, პარტიას ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

კომენტარები