მაკოლეი კალკინი

მაკოლეი კალკინი მამა გახდა

EW

ერთ დროს მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ბავშვი თავად გახდა ბავშვის მამა. 40 წლის კალკინს და მის ცოლს, მსახიობ ბრენდა სონგს ვაჟი, დაკოტა სანგ კალკინი შეეძინათ. 

მარტო სახლშის ვარსკვლავმა პირველ შვილს სახელი გარდაცვლილი დის, დაკოტა კალკინის საპატივცემულოდ დაარქვა. 2008 წელს, 29 წლის ასაკში, მსახიობის დას მანქანა დაეჯახა. 

კალკინმა და სონგმა ურთიერთობა 2017 წელს დაიწყეს. მსახიობებმა ერთმანეთი ფილმ Changeland-ის გადასაღებ მოედანზე გაიცნეს.

კომენტარები