ადმინისტრაციული ხარჯი

TI: 2020 წელს გურიის რწმუნებულმა 9 868 ლიტრი საწვავი მოიხმარა

Droa.ge

გადაადგილების შეზღუდვების, ლოქდაუნისა და კორონავირუსის გავრცელების ფონზე, გურიის აწ უკვე ყოფილმა რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ, 2020 წელს 9 868 ლიტრი საწვავი მოიხმარა. 

საინტერესოა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ რწმუნებულის ავტომობილი 100 კილომეტრზე 15 ლიტრ საწვავს მოიხმარდა, გამოდის, რომ 2020 წელს მან 65 000 კილომეტრზე მეტი მანძილი გაიარა. 

კვლევით ანგარიშს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო ავრცელებს.

დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებმა 245 413 ლიტრი საწვავი გახარჯეს, რომლის ჯამური ღირებულება 454 428 ლარია. სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებს შორის ყველაზე მეტი საწვავი, წინა წლების მსგავსად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ მოიხმარა – 46 327 ლიტრი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 82 660 ლარი შეადგინა.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციები 2020 წელს სულ 80 ავტომობილით სარგებლობდნენ.

კომენტარები