პოლიტიკური კრიზისი

ჯეიმს აპატურაი: საქართველოს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დრო არ აქვს

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკანიანის ვიზიტი გენერალურ მდივანთან და ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოსთან დროული იყო. სხვადასხვა საკითხებზე ღია და კონსტრუქციული საუბრები შედგა. როგორც ყოველთვის NATO საქართველოს მხარს უჭერს. 

ჩემი მთავარი მოსაზრებაა: მოცემული სიტუაციის გააზრებით, კოვიდის კრიზისის, რეფორმების გაგრძელებისა და გაუმჯობესების საჭიროების გამო, საქართველოს  ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დრო არ აქვს. რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს პოლიტიკური პოლარიზაცია, ოპოზიციური პარტიები პარლამენტს უნდა დაუბრუნდნენ, რათა გამართულად იმუშაონ და ყოველი პარტია პოლიტიკური პროცესის საერთო განვითარების გზაზე უნდა შეთანხმდეს. 

ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და აშშ-ს მედიტაციის მცდელობებს, რომელთაც ორი შესანიშნავი დიპლომატი უძღვება...

თქვა სოციალურ ქსელ Facebook-ზე ჯეიმს აპატურაიმ, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, პრემიერმინისტრი ღარიბაშვილის ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან გამართული ვიზიტის შესახებ.

კომენტარები