პოლიტიკური კრიზისი

გიგა ბოკერია: ვინც ამბობს, რომ დასავლეთის ჩართულობას აზრი არ აქვს, ცდება

ვინც ამბობს, რომ ამაზე [მოლაპარაკებებზე] დრო არ უნდა ვხარჯოთ და დასავლეთის ჩართულობას აზრი არ აქვს, ჩემი აზრით, ძალიან ცდება. ყველაზე ცუდ სცენარშიც კი, მაგალითად, რაც მოხდა უკრაინაში, იანუკოვიჩის წინააღმდეგ, სადაც სისხლის დაღვრა დასჭირდა ხალხს, რაც საქართველოს გვინდა, რომ თავიდან ავიცილოთ, იმიტომ, რომ საშიშია. იქაც კი დასავლეთის ჩართულობას აზრი ჰქონდა, რომ ნაკლები ყოფილიყო ის ზიანი, რაც ამ ქვეყანამ მიიღო დიქტატორის დამხობის აუცილებლობისას. ვარდების რევოლუციის დროსაც მნიშვნელოვანი იყო დასავლეთის ჩართულობა, რადგან რისკები შევამცირეთ და მშვიდობიანი იყო მთლიანად.

რა თქმა უნდა, ამას წინ უძღვის ადგილობრივი საზოგადოების პოზიცია. უიმედობის დანერგვა დიდი შეცდომაა, თუ არა უპასუხისმგებლობა ზოგიერთების მხრიდან...

თქვა ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ პოლიტიკურ მოლაპარაკებებში დასავლეთის ჩართულობასთან დაკავშირებით, TV პირველის ეთერში.

კომენტარები