აშშ

აშშ-ს კონგრესმა ბაიდენის წარდგენილი Covid-19-ის $1.9 ტრილიონიანი დახამრების პაკეტი მიიღო

ჯო ბაიდენი

აშშ-ს კონგრესმა ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილი 1.9 ტრილიონი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი მიიღო. დახმარების პაკეტის მიზანი პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის შემსუბუქებაა. 

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დახმარების პაკეტს მხარი ოთხშაბათს დაუჭირა. მანამდე პროექტს მხარი უკვე დაუჭირა სენატმა. თეთრი სახლის სპიკერის, ჯენ ფსაკის თქმით, პრეზიდენტი დახმარების პაკეტს ხელმოწერით პარასკევს, 12 მარტს, დაამტკიცებს.

დახმარების პაკეტის ფარგლებში ამერიკელების უმეტესობა ერთჯერად, 1 400$ ოდენობის დახმარებას მიიღებს. ხოლო უმუშევრობის ყოველკვირეული 300$-იანი დახმარების გაცემა სექტემბრამდე გაგრძელდება.

დახმარების პაკეტის ფარგლებში $350 მილიარდს შტატების და ადგილობრივი მთავრობები მიიღებენ, $130 მილიარდი სკოლების გახსნას მოხმარდება. $49 მილიარდი მილიარდი Covid-19-ზე ტესტირებისთვის და კვლევისთვის, ხოლო $14 მილიარდი ვაქცინების დისტრიბუციისთვისაა გამოყოფილი.  

დახმარების პაკეტი ამერიკელ მოქალაქეებს შორის პოპულარული იყო. March Pew Reseatch Center-ის გამოკითხვის თანახმად აშშ-ს მოსახლეობის 70% მხარს უჭერდა დახმარების იდეას.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატაშიც და სენატშიც ამჟამად უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ. კანონპროექტის განხილვისას ისინი აქტიურად უჭერდნენ მას მხარს და პროექტის თავდაპირველი შემოთავაზებებიდან უმეტესობა დამტკიცდა.

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ძირითადად შემოთავაზებული თანხის რაოდენობის შემცირებას ცდილობდნენ. რესპუბლიკელები პაკეტის გარკვეული ელემენტების შემცირებას ითხოვდნენ, მათ შორის აღნიშნავდნენ, რომ ერთჯერადი დახმარების პაკეტი არ უნდა მიეღოთ იმ ამერიკელებს, რომლებსაც პანდემიის დროს შემოსავალი არ დაუკარგავთ. აშშ-ს შრომის დეპარტამენტის ცნობით ბოლო ერთი წლის მანძილზე უმუშევრობის დონე ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 6.2%-ს მიაღწია. წარმომადგენელთა პალატაში  რესპუბლიკელებმა დახმარების პაკეტის მიღებას მხარი არ დაუჭირეს. წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი დემოკრატების მხარდაჭერით მიიღო.

პაკეტის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც სენატმა არ მიიღო, ქვეყნის მაშტაბით საათობრივი ანაზღაურების მინიმუმის 7.25$-იდან 15$-მდე გაზრდის შემოთავაზება იყო.

კომენტარები