პოლიტიკური კრიზისი

რუსეთი: ამერიკელები ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ ქართული ოცნების პოზიციას

სერგეი ნარიშკინი

რუსეთის საგარეო დაზვერვის ფედერალურმა სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ აშშ-ს დამოკიდებულების შესახებ განცხადება გააკეთა. განცხადების ტექსტი უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა.

განცხადებაში რუსეთის საგარეო დაზვერვის ფედერალური სამსახურის დირექტორი ავრცელებს რუსეთის ჩვეულ პროპაგანდისტულ მესიჯბოქსს, რომლის მიხედვით, აშშ არა საქართველოს მეგობარია რუსეთის წინააღმდეგ, არამედ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს.

ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროიდან აშშ მიეჩვია, "ხელჩართულ რეჟიმში" მართოს საქართველოში პოლიტიკური პროცესები, უკარნახოს, როგორ იმუშაოს ხელისუფლებამ და რა ხაზი გაატაროს ოპოზიციასთან მიმართებით. ბოლო დროს ვაშინგტონში მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მოქმედებების გამო უკმაყოფილება იზრდება, ქართული ოცნება თავს არიდებს უპირობოდ ამერიკული მოთხოვნების შესრულებას. თეთრ სახლში გაღიზიანებულები არიან, რომ "მეოცნებეები" სრულიად არ ასრულებენ მითითებას - უპირობოდ მიჰყვნენ ევროინტეგრაციის კურსს.

საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები გეგმავენ, დაიწყონ სისტემურად მუშაობა ოპოზიციის მხარდასაჭერად და ამავდროულად ძირი გამოუთხარონ ქართული ოცნების პოზიციას. ევროპელ პარტნიორებს აშშ განაწყობს ქართული ოპოზიციის მხარდასაჭერად. ვაშინგტონში გასაგებს ხდის საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ თბილისთან მიმართებაში თეთრი სახის შემდგომი დამოკიდებულება განსაზღვრული იქნება საქართველოს მთავრობის მზაობით, ზუსტად მიჰყვეს ამერიკულ მითითებებს.

საქართველოს მაგალითი ხატოვნად აჩვენებს, რომ კერძო ნაციონალისტური ელიტების მისწრაფებებს, მიიღონ ვაშინგტონის მფარველობა თავისი მიმდინარე ამოცანების გადასაჭრელად, სწრაფად მივყავართ დე-ფაქტო სუვერენიტეტის და როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის დამოუკიდებლად გატარების შესაძლებლობის დაკარგვასთან.

კომენტარები