შარლ მიშელის მხრიდან წარმომადგენლის საქართველოში მოვლინება ნიშნავს ერთ ძალიან კარგ რამეს, რომ მცდელობა ოპოზიციისა, რომ რაღაცა საბაბი შეექმნათ, რომლის მიხედვითაც და რომელზე დაყრდნობითაც ისინი ჩაშლიდნენ მოლაპარაკებებს და მონაწილეობას არ მიიღებდნენ გამოგონილი, რაღაც მორალური მოტივით ჩაიშალა მათი ეს მცდელობა და საქართველოში მხარეებს შორის, გარანტირებულად შეგვიძლია, უკვე ვთქვათ, რომ მოლაპარაკება გაგრძელდება და ყველა მხარეს მოლაპარაკების მაგიდაზე მოუწევს რაღაც კომპრომისების წარმოდგენა, რომელიც კარგია არა კონკრეტულად ერთი პარტიისთვის, არამედ ქვეყნისთვის...
tbl.ge/5gcr
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით,საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში, კრისტიან დანიელსონს პირადი წარმომადგენლის სახით გზავნის.
საქართველოში არსებული ამჟამინდელი პოლიტიკური დაძაბულობის დაძლევის მიზნით კრისტიან დანიელსონი იშუამდგომლებს პარტიებს შორის მიმდინარე დიალოგში. იგი საქართველოში მყოფ ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ერთად იმუშავებს.
ბატონი დანიელსონი მხარეებთან შესახვედრად საქართველოს რამდენიმე დღეში ეწვევა.
ეს ყველაფერი 8 მარტს გამოქვეყნებულ ევროპული საბჭოს ცნობაში წერია.
ამავე თემაზე
- აშშ: პარტიებმა კომპრომისისთვის უნდა იმუშაონ, ოცნებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს
- ლილუაშვილი: ოცნების დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ხალხის საჭიროებას, ამიტომ დავტოვე პარტია
- გახარიას გუნდი პარლამენტში ოპოზიციისთვის განკუთვნილ სკამებზე გადაჯდა
- ჯაფარიძე: ვიცი, რომ მანდატებზე საკონსტიტუციოში სარჩელით კობახიძის დალაგებულ ქვეყანას ვურევ
- ხაზარაძე: ელჩები დამეთანხმნენ, რეფორმების გატარებისთვის ბოიკოტმა დადებითი შედეგი მოიტანა