ოპოზიციის შეხვედრა

დეკანოიძე: პიკეტირება არ იქნება, აქციები იქნება სხვადასხვა ფორმით

ამ ჩარჩოს შეთანხმებაში არის ორი უმნიშვნელოვანესი საკითხები: პირველი - პოლიტიკური პატიმრების, ნიკას და გიორგის გათავისუფლება და ვადამდელი რიგგარეშე არჩევნები, რაც შემდეგ დათქმით უნდა ჩაიტანონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროპაში და ესეთი რიტორიკით არ იქნება, რა თქმა უნდა, მარტივი. ასევე ვისაუბრეთ, მათ შორის იმაზე, რომ არ მივცეთ საბაბი გამოიყენოს ხელისუფლებამ და არასწორად მოხდეს კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის.

ჩვენ ვისაუბრეთ ასევე სხვადასხვა აქციების მოდიფიკაციაზე. მოდიფიკაცია იქნება, ვიმსჯელეთ ასევე ფორმებზე. პიკეტირება დღეს არ ყოფილა და პიკეტირება არ იქნება, იქნება სხვადასხვა ფორმით, ამაზე ვიმსჯელეთ და გავაგრძელებთ კიდევ მსჯელობას...

ენმ-ის ერთერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები