აქცია-პიკეტი

ბოჭორიშვილი აქცია-პიკეტზე: პოლარიზაციის დონე კიდევ უფრო გაიზარდა

სწორედ ამ კონტექსტში ქვეყანაში არსებული პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება, პარლამენტის ბოიკოტი, წარმოადგენს ევროკავშირის წუხილის საგანს. ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის მხრიდან რეგულარულად ისმოდა მოწოდებები ქვეყანაში ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის აუცილებლობის შესახებ და ოპოზიციური პარტიების საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვის თაობაზე. მიუხედავად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მცდელობებისა, ვითარების განმუხტვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა და ქვეყანაში პოლარიზაციის დონე კიდევ უფრო გაიზარდა...

ამის შესახებ ისაუბრა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. დღეს პარლამენტთან ოპოზიციის აქცია-პიკეტი მიმდინარეობდა. ოპოზიცია ხაზგასმით აცხადებდა, რომ დღევანდელი აქცია-პიკეტი მშვიდობიანია.

კომენტარები