#თავისუფლებისთვის

#თავისუფლებისთვის – ოპოზიციის მსვლელობა ფილარმონიიდან პარლამენტამდე დაიწყო [LIVE]

ტაბულა

ოპოზიციის აქცია-მსვლელობა ფილარმონიიდან პარლამენტამდე #თავისუფლებისთვის დაიწყო. აქციის მონაწილეები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას აპროტესტებენ. მათი მთავარი მოთხოვნები ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და ქვეყნაში პოლიტიკური დევნის დასრულებაა.

მსვლელობის მონაწილეების საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან შეიკრიბებიან, სადაც, ოპოზიციიის ლიდერების თქმით, მასშტაბური აქცია გაიმართება. ისინი მხარდამჭერებს ოპოზიციის სამოქმედო გეგმას გააცნობენ. 

"ჩვენი მოთხოვნები არის გაყალბებული არჩევნების დაბრუნება, ახალი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, რა თქმა უნდა, ახალი რეალობა ქვეყანაში. ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ არცერთი წუთით. ეს პროტესტი იქნება უწყვეტი, უწყვეტი ისე, როგორც არასდროს, ამიტომ ჩვენი ხმის გაგონება მოუწევს ხელისუფლებას". – თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ. 

კომენტარები