ქართული ოცნებიდან სენაკის საკრებულოს წევრის კომპანიამ 6.7 მილიონის ტენდერები მოიგო

ქართული ოცნებიდან სენაკის საკრებულოს წევრის, დათო ადამიას და მის კომპანიებს ჯამურად 6.7 მილიონი ლარის ტენდერები აქვთ მოგებული. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ავრცელებს.

დათო ადამია საკრებულოს წევრად 2017 წლიდან აირჩიეს, თუმცა იგი ინდივიდუალურ მეწარმედ მანამდე იყო რეგისტრირებული. ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით ადამიას სულ 31 ტენდერი აქვს მოგებული, რომელთა ღირებულებაც 2.2 ლარს აღემატება. გარდა ამისა, ადამიამ 43-ჯერ მოიგო გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტი, რომელთაგან კიდევ 604 853 ლარი მიიღო.

შპს დაგი, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ადამიაა, სახელმწიფო შესყიდვებში 2015 წლიდან ჩაერთო. ამ დროის განმავლობაში ადამიას კომპანიამ 56 ტენდერი მოიგო, რომელთა ჯამური ღირებულებაც 2.5 მილიონ ლარს აღემატება. ამავე პერიოდში შპს დაგიმ 37 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება მიიღო, რომელთა მოცულობაც 1.3 მილიონ ლარს აღემატება.2-ჯერ სენაკის მუნიციპალიტეტის ტენდერებში  (კონტრაქტების ჯამური ღირებულება - 1,570,154 ლარი). 22 ტენდერიდან 7 შემთხვევაში მოხდა კონკურენტების დისკვალიფიცირება, 5 შემთხვევაში კი შპს-ს კონკურენტი არ ჰყოლია.

შპს-მ მხოლოდ სენაკის მუნიციპალიტეტისაგან 13 გამარტივებული შესყიდვა მიიღო

კომენტარები