დაწესებული შეზღუდვები

გერმანიის ერთ-ერთი ლანდის სასამართლომ კომენდანტის საათი არალეგალურად ცნო

გერმანიაში, ბადენ–ვიურტემბერგის მიწაზე, ადმინისტრაციულმა სასამართლომ კომენდანტის საათის მოხსნას დაუჭირა მხარი. 

სასამართლომ არ გაითვალისწინა მხარის შენიშვნა, რომ შეზღუდვის ნაადრევი მოხსნა ვირუსის გავრცელების რისკს გაზრდიდა და განმარტა, რომ აღნიშნული განცხადება "მეტისმეტად განზოგადებულია". 

კორონავირუსთან საბრძოლველად დაწესებული შეზღუდვები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ინდივიდუალური მხარის(მიწის) მიხედვით განსხვავდება. 

მანჰაიმის ადმინისტრაციულის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამოსწორების ფონზე, კომენდანტის საათის საჭიროება აღარ არსებობს. მხარეში, ბოლო 7 დღის მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებელი 163–დან 76–მდე შემცირდა. 

გადაწყვეტილების შედეგად, დეკემბრის შუა რიცხვებში 20:00–05:00 საათებში დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა 11 თებერვალს მოიხსნა. 

ფედერალურ დონეზე დაწესებული შეზღუდვები 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, 7 მარტამდე გახანგრძლივდა. კორონავირუსით გერმანიაში 63 000–მდე ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 2.3 მილიონზე მეტი. 


შეგახსენებთ, რომ 11 თებერვალს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პაატა დიასამიძის, გიორგი ჩიტიძის, ედუარდ მარიკაშვილისა და ლიკა საჯაიას სარჩელი განიხილა. სასამართლომ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მთავრობის მიერ შეზღუდვების დიდი ნაწილის დაწესება კონსტიტუციურად ცნო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 7 დღის ინფიცირების მაჩვენებელი, 100 000 მოსახლეზე 30–ს არ აღემატება. 

კომენტარები