აშშ

ბაიდენმა მექსიკის კედლის ასაშენებლად მიღებული აქტი შეაჩერა

https://www.axios.com/biden-national-emergency-border-wall-34ec3c4a-c383-4b92-a833-aebdc3439113.html

აშშ-ს 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 12 თებერვალს კონგრესს აცნობა ამერიკა-მექსიკის საზღვართან დაკავშირებული ეროვნული საგანგებო მდგომარეობის შეჩერების შესაბებ.

“მე დავაგდინე, რომ ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სამხრეთის საზღვარზე იყო არაგონივრული. მე ასევე გამოვაცხადე, რომ ჩემი ადმინისტრაციის ქვეშ ამერიკელი გადამხდელის არცერთი დოლარი აღარ დაიხარჯება კედლის ასაშენებლად”. - ამბობს ბაიდენი.

საგანგებო აქტი ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2019 წლის თებერვალში გამოსცა, რის საფუძველზეც პენტაგონის ფონდებიდან მილიარდობით დოლარს მექსიკის კედლის ასაშენებლად იყენებდა, მას შემდეგ, რაც კონგრესი დამატებითი დაფინანსების წინააღმდეგი იყო. 

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ტრამპის მკაცრი სასაზღვრო პოლიტიკის  სწრაფმა შემსუბუქებამ ამერიკა შესაძლოა,  მოუმზადებელი  დატოვოს საზღვრებთან მოსული მიგრანტების დიდი  ტალღების  მიმართ

კომენტარები