ვაკის პარკი.

ვაკის პარკში, რეაბილიტაციის პერიოდში, შინაური ცხოველებისთვის სასეირნო ტერიტორია გამოიყოფა

ვაკის პარკი

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რეაბილიტაციის პერიოდში, ვაკის პარკში გამოიყოფა ტერიტორია, სადაც შინაური ცხოველების გასეირნება იქნება შესაძლებელი.

"ადგილობრივ მცხოვრებლებთან გვქონდა კომუნიკაცია და მათი მოთხოვნა იყო, გამოგვეყო გარკვეული სივრცე იმისთვის, რომ ცხოველების გასეირნება შესაძლებელი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ. ამ კომუნიკაციის შედეგად, დღეიდან გამოიყოფა ტერიტორია, სადაც შინაური ცხოველების გასეირნების საშუალება მიეცემათ ადამიანებს რეაბილიტაციის პერიოდში". – ამბობს კალაძე. 

ვაკის პარკის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის პარკი სრულად დაიკეტება.

კომენტარები