კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა თქვა, რომ ის მხარს უჭერს კრიპტოვალუტებს, კერძოდ, ბიტკოინს [BTC]
“მე ვფიქრობ, რომ ბიტკოინი ძალიან ახლოსაა ტრადიციულ ფინანსურ სექტორში ფართოდ აღიარებასთან“. – ამბობს მასკი, Clubhouse-ის ეთერში.
“ცხადია, წვეულებაზე დამაგვიანდა, რვა წლის წინაც უნდა შემეძინა ბიტკოინი, თუმცა ის ახლაც კარგ ინვესტიციად მიმაჩნია“. – თქვა მასკმა.
მასკის თქმით, მისი საახლობლო წრე წლების განმავლობაში ცდილობდა მისი კრიპტოვალუტებით დაინტერესებას, თუმცა ის აქამდე სათანადო ყურადღებას არ უთმობდა ამ სფეროს, რასაც ახლა ნანობს.
რამდენიმე დღის წინ, Twitter-ის ბიოგრაფიაში მასკმა #bitcoin დაიწერა, რის გამოც, კრიპტოვალუტის ფასი ცოტა ხნით 20%-ით გაიზარდა.
ბიტკოინის ფასი ერთი წლის განმავლობაში გაოთხმაგდა. 2021 წლის დასაწყისში კი ახალ რეკორდულ ნიშნულს, 42,000$-ს მიაღწია. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ფასის ასეთი ტემპით ზრდა გამოწვეულია ფინანსური ინსტიტუტებისა და მსხვილი ინვესტორების კრიპტოვალუტით დაინტერესებით.
JPMorgan Chase & Co.-ს გრძელ ვადიანი ვარაუდით, ბიტკონმა, შესაძლოა, ციფრული ოქროს დანიშნულება შეითვისოს და მისმა ფასმა 146,000 დოლარს მიაღწიოს.
ილონ მასკი მხარს უჭერს ბიტკოინს და ფიქრობს, რომ მას ფინანსურ სექტორში ფართოდ მიიღებენ

ილონ მასკი
ფოტო: somagnews.com




