ფოტოკოლაჟი

რეალური სუპერგმირები, რომელთა სახელები, შესაძლოა, არ იცით

Bored Panda

ტერესა კაჩინდამოტომ მალავიში 850 არასრულწლოვანი ქორწინებას გადაარჩინა

უილემ არონდუსი ჰოლანდიელი გეი მხატვარი იყო, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ამსტერდამში ტერაქტი მოაწყო, ერთ კვირაში ის დააპატიმრეს და დახვრიტეს, მისი უკანასკნელი სიტყვები იყო "ყველამ იცოდეს რომ ჰომოსექსუალები ლაჩრები არ არიან"

ინდოელმა ჯარისკაცმა ბიშნუ შრესტამ 18 წლის ქალი გაუპატიურებას გადაარჩინა, მხოლოდ დანით შეიარაღებული ის 40 ადამიანს დაუპირისპირდა, სამი მათგანი მოკლა და რვა დაჭრა

15 წლის აიტცაზ ჰასანმა სიცოცხლის ფასად ტერორისტი შეაჩერა, რომელიც თავის აფეთქებას ჰასანის სკოლაში აპირებდა

21 წლის სოფი შოლი 1943 წელს სიკვდილით დასაჯეს, ის გერმანული ანტიფაშისტური მოძრაობის წევრი იყო

ჯეიმს ჰარისონის სისხლი იშვიათ ანტიგენს შეიცავს, ცხოვრების განმავლობაში მან 1000-ჯერ გასცა სისხლი, რითაც 2 000 000 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა

ექიმმა ბარი მარშალმა H.pylori ბაქტერიის მავნებლობის შესახებ თეორია შეიმუშავა, მეცნიერს არავინ დაუჯერა, თეორიის დასამტკიცებლად მარშალმა ბაქტერია საკუთარ თავზე გამოსცადა, მისი ვარაუდი სწორი აღმოჩნდა, მოგვიანებით ექიმმა ნობელის პრემია მიიღო

72 წლის კორონავირუსით ინფიცირებული კათოლიკე მღვდელი ჯუზეპე ბერარდელი, მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც, სუნთქვის აპარატი ახალგაზრდა პაციენტს დაუთმო

კორონავირუსით ინფიცირებული ირანელი ექიმი შირინ რუჰანი სიცოცხლის ბოლო წუთებამდე მკურნალობდა COVID-19-ით დაავადებულებს, ფოტოზე ჩანს რომ რუჰანი წვეთოვანზე შეერთებული მუშაობს

შარლ რიგულო ფრანგი მძლეოსანი იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი იყო, მძლეოსანმა საკანის გისოსები გაღუნა და ციხიდან გაიქცა

ჩარლზ ლაითოლერი "ტიტანიკის" ერთ-ერთი ოფიცერი იყო, რომელმაც გემი არ დატოვა და გადარჩა, მეორე მსოფლიო ომის დროს საკუთარი ნავით დიუნკერკის ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა და 127 ბრიტანელი ჯარისკაცი გადაარჩინა

მყვინთავმა შარვაშ კარაპეტიანმა წყალში ჩავარდნილი ტროლეიბუსიდან 46 მგზავრი სათითაოდ ამოიყვანა, სპორტსმენი შემთხვევის ადგილზე სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა, მყვინთავს მწვავე პნევმონიით საავადმყოფოში 45 დღის გატარება მოუწია

"პოლონელი შინდლერი", ევგენიუშ ლაზოვსკი ექიმი იყო, რომელმაც ებრაელების გადასარჩენად ტიფის ეპიდემიის იმიტაცია გააკეთა

მორის რალფ ჰილმანმა მეოცე საუკუნეში ყველაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, მეცნიერი 36 ვაქცინის, მათ შორის A,B ჰეპატიტის, ჩუტყვავილისა და მენინგიტის შემქმნელია

11 სექტემბრის ტერაქტის დროს, ვიეტნამის ომის ვეტერანი რიკ რასკოლა სავაჭრო ცენტრის სამხრეთ შენობაში იმყოფებოდა, როდესაც პირველი თვითმფრინავი ჩრდილოეთ შენობას დაეჯახა რასკოლამ მეგაფონი და რაცია მოიმარჯვა და ხალხის ევაკუაცია დაიწყო, მეორე შეჯახების შემდეგ ვეტერანმა შენობა არ დატოვა, კაცი ბოლოს სამხრეთ კოშკის ჩამონგრევამდე რამდენიმე წუთით ადრე მეათე სართულზე ნახეს, მისი ცხედარი ვერ იპოვეს

წარმოგიდგენთ რეალურ სუპერგმირებს, რომელთა სახელები, შესაძლოა, არ იცით.

კომენტარები