რუსეთი

2020 წელს რუსეთის მოსახლეობა ბოლო 15 წელთან შედარებით რეკორდულად შემცირდა

TASS

2020 წელს რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის რაოდენობა ბოლო 15 წელთან შედარებით რეკორდულად შემცირდა. სტატისტიკური მონაცემები რუსეთის სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის წინასწარ ანგარიშს ეყრდნობა.

2021 წლის პირველი იანვრის მონაცემებით რუსეთის მოსახლეობის რაოდენობა 146.24 მილიონია, ერთი წლის წინ მოსახლეობის რაოდენობა 146.75 მილიონი იყო. ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა 510 000-ით შემცირდა, რაც 2005 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2005 წელს წინა წელთან შედარებით რუსეთის მოსახლეობა 564 500-ით შემცირდა.

გამოცემა RBC-ს შეფასებით 2020 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდისთვის სიკვდილიანობამ 1.881 მილიონ ადამიანს მიაღწია, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის მონაცემებს 13.9%-ით აღემატება.  

პარალელურად შობადობა 2019 წელთან შედარებით 4.4%-ით შემცირდა.

მოსახლეობის რაოდენობის შემცირება ვერ დააბალანსა მიგრაციამ. კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვების გამო 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანაში ჩამოსული ადამიანების რაოდენობა 86 100 იყო, მაშინ როცა იმავე პერიოდში 2019 წელს რუსეთში 222 700 მიგრანტი ჩავიდა.

კომენტარები