თავდასხმა მარნეულში

მარნეულში ჯართის ჩამბარებელ პუნქტს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ

Tabula

მარნეულში ჯართის ჩამბარებელ პუნქტს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს, გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები პუნქტში მომუშავე ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და თანხა წაართვეს.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 187-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ყაჩაღობასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები