გარდაცვალება მარნეულში

მარნეულში, მიკროავტობუსში კაცის ცხედარი იპოვეს

შსს

მარნეულში, სამარშრუტო მიკროავტობუსში კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. ჯერჯერობით, გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები