გახარიას გამოსვლა

გახარია: მთავრობა ეფექტურად მუშაობას, იგივე შემადგენლობის დატოვება ლოგიკურია

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას თქმით, მთავრობის კაბინეტის წევრების უცვლელად დატოვება ლოგიკურია, რადგან ისინი ეფექტურად მუშაობენ.

ამის შესახებ გახარიამ ერთპარტიულ პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა, როდესაც მას ფრაქცია ქართული ოცნების წევრები უსმენდნენ და კითხვებს უსვამდნენ.

"მთავრობის იგივე შემადგენლობა არის სრულად ლოგიკური, როგორც ჩემი გადმოსახედიდან, ასევე დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების გადმოსახედიდან, იმიტომ, რომ კრიტიკული მიმართულებების თვალსაზრისით, ეს მთავრობა ეფექტურად ახორციელებს თავის ძირითად ფუნქციებს, ეს ერთი. მეორე - ბევრი მიმართულებით მთავრობაში დაწყებულია სისტემური რეფორმები. ეს იქნება ჯანდაცვა, განათლება. ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაწყებულია ბევრი პროექტი და ეს ტემპი არის უაღრესად მნიშვნელოვანი. სერიოზული რეფორმებია დაწყებული ეკონომიკის სამინისტროს მიმართულებით. ეს ყველაფერი, განსაკუთრებით, კრიზისის პერიოდში, არის ბოლომდე მისაყვანი - ლოგიკურ დასასრულამდე.

ამიტომ, გაურკვეველია, ერთი არგუმენტი მაინც რა უნდა ყოფილიყო მთავრობაში ცვლილებების მომხრედ, მაშინ, როდესაც მთავრობა ეფექტურად მუშაობს და ვართ საკმაოდ მძიმე კრიზისში. დღეს ჩვენი ვალდებულებებია, ბოლომდე მივიყვანოთ ის მოვალეობები და დაპირებები, რომელიც აღებული გვაქვს. ეს არის ძირითადი ამოცანა და არა მთავრობის ცვლილებები". – თქვა გახარიამ.

რამდენიმე დღის წინ, პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინა. კაბინეტში შეცვლილი მხოლოდ იუსტიციის მინისტრია, დანარჩენი კი ყველაფერი უცვლელად არის დატოვებული.

კომენტარები