ბაქო: ყარაბაღის რეგიონში შეთანხმების დადების შემდეგ 4 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი მოკლეს

სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ მთიან ყარაბაღში დაპირისპირება კვლავ მოხდა - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 10 ნოემბრის შეთანხმების შემდეგ 4 ჯარისკაცი მოკლეს. 

13 დეკემბერს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ისინი იმ ადგილას მოკლეს, რომელსაც უკვე აზერბაიჯანელები აკონტროლებენ. უცნობია, 13 დეკემბერს აზერბაიჯანის მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოკლულ ჯარისკაცებთან დაკავშირებით ჰადრუთში მოხდა თუ არა. 

სომხეთმა კი აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა. ერთი დღით ადრე, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანის ჯარები დაადანაშაულა ჰარდუთთან ეთნიკური სომხური ძალების პოზიციებზე თავდასხმაში.

სომხეთში ასევე განაცხადეს, რომ 12 დეკემბერს აზერბაიჯანის თავდასხმის შედეგად 6 სამხედრო პირი დაიჭრა.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ იმ ადგილას სადაც დაპირისპირება მოხდა, რუსი ჯარისკაცები განლაგებულები არ იყვნენ. 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო პირებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა ჰადრუთში არსებული სიტუაცია მოგვარდეს და მხარეები ადრინდელ პოზიციებს დაუბრუნდნენ. 

რუსეთის ძალებმა განაცხადეს, რომ შაბათს ცეცხლის შეთანხმება ერთხელ დაირღვა. 

აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თქმით, "აზერბაიჯანული მხარის და რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებები სომხეთის ზოგიერთი ლიდერის და მედიის მიერ" მიუღებელია.

10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, მხარეები საკუთარ პოზიციებზე დარჩებიან და, შესაბამისად, აზერბაიჯანს დარჩება ყველა ის ტერიტორია, რაც 27 სექტემბერს შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ აიღო. რეგიონში ასევე განლაგდებიან რუსი სამშვიდობოები.

რუსეთმა უკვე დაიწყო შეთანხმების მიხედვით რეგიონში სამშვიდობო ძალების განთავსება, აზერბაიჯანი კი ეტაპობრივად იკავებს შეთანხმებით განსაზღვრულ რეგიონებს.

მთიანი ყარაბაღის საკითხზე შეთანხმების შესახებ შეგიძლიათ, ვრცლად წაიკითხოთ აქ.

კომენტარები