ავტოავარია ზუგდიდში

ზუგდიდში ავტოავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი მძიმედ დაშავდა 

R2

ზუგდიდში ავტოავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები