ჰარი სტაილსი

ჰარი სტაილსი: არ ვნანობ, რომ ONE DIRECTION-ის წევრი ვიყავი

Delish

ცნობილი ბოი ბენდის, One Direction-ის ყოფილმა წევრმა, მომღერალმა ჰარი სტაილსმა წარსულის შესახებ ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში ილაპარაკა.

"ბოი ბენდიდან წამოსული მუსიკოსების ისტორიას თუ გადავხედავთ, ყველა რაღაცნაირად ცდილობს, მოიბოდიშოს, რომ ოდესღაც პოპ ჯგუფში იყო. ვერ ვხვდები, რატომ. არ მრცხვენია რომ One Direction-ის წევრი ვიყავი, ძალიან კარგ დროს ვატარებდით, ტკბილად მახსენდება ის დღეები". – ამბობს მომღერალი.

X-Factor-ის გამარჯვებულმა ბრიტანულმა ბენდმა მოღვაწეობა 2016 წელს შეწყვიტა. სტაილსმა წარმატებული სოლო კარიერა წამოიწყო, მუსიკოსმა ორი ალბომი გამოსცა, ფილმ Dunkirk-ში ერთ-ერთი როლი შეასრულა. ახლო წარსულში იგი პირველი მამაკაცი გახდა, რომელიც გამოცემა Vogue-ის გარეკანზე მარტო გამოჩნდა.

ამავე თემაზე:

კომენტარები