დევიდ პროუზი

დართ ვეიდერის როლის შემსრულებელი, დევიდ პროუზი, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

დევიდ პროუზი

მსახიობი და ყოფილი ბოდიბილდერი, დევიდ პროუზი, რომელიც ცნობილი გახდა ვარსკვლავურ ომებში დართ ვეიდერის როლის შესრულებისთვის, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პროუზი ვეიდერის როლზე მისი შთამბეჭდავი აღნაგობის გამო დაამტკიცეს, თუმცა პერსონაჟს ჯეიმს ერლ ჯოუნსი ახმოვანებდა.​ ვარსკვლავურ ომებში მონაწილეობის მიღებამდე პროუზის უკვე ჰყავდა განსახიერებული რამდენიმე მონსტრი და ბოროტმოქმედი სხვადასხვა ფილმში. პროუზი ქასთინგზე ჯორჯ ლუკასმა მიიწვია. მსახიობს არჩევანი ჩიუბაკასა და ვედერის როლებს შორის ჰქონდა. პროუზიმ დარს ვეიდერის როლი აირჩია. თავისი არჩევანის ახსნისას დევიდ პროუზიმ აღნიშნა, რომ ბოროტმოქმედი ყველას ამახსოვრდება. 

მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა აგენტმა Facebook-ზე გაავრცელა.

კომენტარები