ხანძარი დიღომში

დიღომში, ძიუდოს აკადემიის შენობაში, სადაც დევნილები ცხოვრობენ, ხანძარი იყო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

დიღმის მასივში, ბელიაშვილის ქუჩაზე, ძიუდოს აკადემიის შენობაში, სადაც დევნილები ცხოვრობენ, ხანძარი იყო. 

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. უწყების ცნობით, მაშველებმა შენობიდან 20-მდე მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს, მათგან 4-ს კი მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნება. 

"ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ცეცხლი გაჩნდა პირველ სართულზე, სარდაფში, საიდანაც ზედა სართულებზე წარმოიშვა ძლიერი დაკვამლიანება. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მაშვებელებმა უვნებლად გამოიყვანეს 20-მდე მოქალაქე, 4 მათგანს კი მცირედი ინტოქსიკაცია აღენიშნება და მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები ადგილზე უწევენ დახმარებას". - ამბობენ უწყებაში. 

კომენტარები