კორონავირუსი რეგიონში

1 კვირაა, საქართველო სომხეთს Covid-19-ის ყოველდღიური შემთხვევებით უსწრებს

NIAID/National Institutes of Health via AP

უკვე ერთი კვირაა, საქართველო სომხეთს ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევებით უსწრებს როგორც მილიონ მოსახლეზე მაჩვენებლით, ისე აბსოლუტური რიცხვით.

ჯამურად, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 120 459 შემთხვევაა გამოვლენილი (მილიონ მოსახლეზე 40 622), ხოლო საქართველოში - 89 395 შემთხვევა (მილიონ მოსახლეზე 22 426). გარდა ამისა, საქართველო ინფიცირების ოფიციალური დადასტურებული რაოდენობით მილიონ მოსახლეზე უსწრებს აზერბაიჯანს და რუსეთს.

12 ნოემბერი

  • სომხეთი - 2 132 შემთხვევა (მლნ მოსახლეზე 719 ინფიცირებული)
  • საქართველო - 3 120 შემთხვევა (მლნ მოსახლეზე 783 ინფიცირებული)

13 ნოემბერი

  • სომხეთი 1703 შემთხვევა, მლნ მოსახლეზე 575 ინფიცირებული;
  • საქართველო 3473 შემთხვევა, მლნ მოსახლეზე 871 ინფიცირებული;

14 ნოემბერი

  • სომხეთი 1482 შემთხვევა, მლნ მოსახლეზე 500 ინფიცირებული;
  • საქართველო 3 504 შემთხვევა, მლნ მოსახლეზე 879 ინფიცირებული;

15 ნოემბერი

  • სომხეთი 1462 შემთხვევა, მლნ მოსახლეზე 493 ინფიცირებული;
  • საქართველო 3 020 შემთხვევა, მლნ მოსახლეზე 757 ინფიცირებული;

16 ნოემბერი

  • სომხეთი 549 შემთხვევა, მლნ მოსახლეზე 185 ინფიცირებული;
  • საქართველო 3 157 შემთხვევა, მლნ მოსახლეზე 792 ინფიცირებული;

17 ნოემბერი

  • სომხეთი - 984 შემთხვევა, მლნ მოსახლეზე 332 ინფიცირებული;
  • საქართველო 3 117 შემთხვევა, მლნ მოსახლეზე 782 ინფიცირებული;

18 ნოემბერი

  • სომხეთი - 1 589 შემთხვევა, მლნ მოსახლეზე 401 ინფიცირებული
  • საქართველო - 3 443 შემთხვევა, მლნ მოსახლეზე 864 ინფიცირებული

კომენტარები