უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფისის ტელეგრამ არხზე გავრცელდა.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პრეზიდენტი ამ დროისთვის თვითიზოლაციის რეჟიმშია გადასული და დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.
პანდემიის დაწყების მომენტიდან უკრაინაში ახალი კორონავირუსული ინფექციის სულ 483 153 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 812 პაციენტი.
რაც შეეხება მსოფლიო სტატისტიკას, ამ დროისთვის სულ გამოვლენილია 50 მილიონზე მეტი შემთხვევა, სულ ახალ ინფექციას 1 258 230 ადამიანი ემსხვერპლა.





