ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში

ქუთაისში მანქანა ხეს დაეჯახა ― გარდაიცვალა ორი ადამიანი

flickr

ქუთაისში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, 29 ოქტომბერს მოხდა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მსუბუქი ავტომობილი ხეს დაეჯახა. 

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები