თავდასხმა საელჩოზე

საუდის არაბეთში საფრანგეთის საკონსულოს დაცვის წევრი დანით დაჭრეს

France24

საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მდებარე საფრანგეთის საკონსულოს დაცვის წევრი დაჭრეს. თავდამსხმელი დანით იყო შეიარაღებული. ის ადგილზევე დააკავეს. დაცვის წევრის ეროვნება ცნობილი არ არის. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თავდამსხმელი საუდელი კაცია. საუდის არაბეთში საფრანგეთის საელჩომ მომხდარი დაგმო. საფრანგეთი და საუდის არაბეთი თავდასხმის მოტივზე არ საუბრობენ.

რამდენიმე საათით ადრე საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დანით შეიარაღებულ თავდასხმაში ქალს თავი მოჰკვეთეს, მოკლეს სამი და დაჭრეს რამდენიმე ადამიანი.

ნიცის მერი, კრისტიან ესტროსი ტვიტერზე წერს, რომ დაპატიმრებულია ერთი ადამიანი. მან ასევე დაპოსტა, რომ ეს ტერორისტული თავდასხმა იყო. საქმეს საფრანგეთის ანტიტერორისტული დეპარტამენტი იძიებს.

"თავდამსხმელს პოლიციამ ესროლა. ის ცოცხალია და საავადმყოფოში გადაჰყავთ". - თქვა მან. მისივე თქმით, დაკავების შემდეგაც თავდამსხმელი იმეორებდა ფრაზას "ალაჰი უზენაესია".

16 ოქტომბერს პარიზში ისლამისტმა თავდამსხმელმა მასწავლებელს თავი მოჰკვეთა, თავდამსხმელი კი პოლიციამ მოკლა. მსხვერპლი ისტორიის მასწავლებელი იყო, რომელმაც საკლასო ოთახში წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურა აჩვენა.

კომენტარები