ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2020

სააკაშვილი: 31 ოქტომბრის შემდეგ დღევანდელ მეტოქეებს ხელი უნდა გავუწოდოთ

31 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ დღევანდელ მეტოქეებს, დღევანდელ და გუშინდელ კრიტიკოსებს აუცილებლად უნდა გავუწოდოთ ხელი და ვუთხრათ: დავივიწყოთ წარსული მტრობა, დავივიწყოთ ყველანაირი ბოღმა, დავივიწყოთ ყველაფერი, რაც თქვენ გაგვიკეთეთ ცუდი და მოდით ყველამ ერთად ვიმუშაოთ იმაზე, რომ ქართველი ერი გაერთიანდეს, საქართველოს ერთად ავუშენოთ მომავალი, მიუხედავად ყველაფრისა. ჩვენ ჩვენს თავში ვიპოვით ძალას, ჩვენ გვაქვს გამარჯვების ძალაც, პატიების ძალაც, დამარცხებული მოწინააღმდეგისათვის ხელის გაწოდების ძალაც, და ყველასთან ერთად ახალი საქართველოს აშენებიც ძალაც, ენერგიაც და გამოცდილებაც.

თქვა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის მაჟორიტარად დავით კირკიტაძის წარდგენისას.

კომენტარები