რეკლამა

® ლოტო 6/42-ში მოგებები გრძელდება

ლატარიაში მოგება მითი რომ არ არის და რეალობაა, ამას საქართველოს ეროვნული ლატარიის 39 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი გაცემული მოგება ცხადყოფს.

გაიცანით, კიდევ ერთი იღბლიანი ადამიანი, რომელმაც ლოტო 6/42 ითამაშა, გამოიცნო 5 ძირითადი ციფრი და 11 991 ლარი მოიგო. თამარ ჩიგრაძეს მოგებული თანხა უკვე გადაეცა.

თამარი ქუთაისში მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს, პროფესიით ეკონომისტია და ლატარიას, მამისგან განსხვავებით, იშვიათად თამაშობს. ლატარიის თამაშიც მამის გავლენით დაიწყო, მამა ამწის მემანქანეა და ის ლატარიაში სხვადასხვა თანხას ხშირად იგებს. თუმცა, შვილი მამაზე იღბლიანი აღმოჩნდა. მოგების დღესაც თამარმა ლატარიის ბილეთი მამასთან ერთად, ავტომატური შერჩევის წესით შეიძინა. მოგებული 11 991 ლარით თამარ ჩიგრაძე ოჯახის წევრების გახარებას აპირებს, შემდეგ კი "ჯერ არ გადამიწყვეტია, მაგრამ სავარაუდოდ პატარა საოჯახო ბიზნესს წამოვიწყებთ“, - ამბობს თამარი და ლატარიის თამაშის გაგრძელებასაც აპირებს.

თქვენ კი შეგახსენებთ, რომ ლოტო 6/42 საქართველოს ეროვნული ლატარიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გათამაშებაა, რომლიც ყოველ სამშაბათსა და პარასკევს ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში 8-საათიანი ქრონიკის დასრულებისთანავე იმართება.

ლოტო 6/42-ის ჯეკპოტი უკვე 771 000 ლარზე მეტია, 140 000 ლარამდე გაიზარდა მეორე საპრიზო კატეგორიაც.

ასე, რომ ითამაშეთ ლატარია, გახსოვდეთ, იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!

კომენტარები