ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
Hyundai

Hyundai მფრინავი ავტომობილების მასობრივ წარმოებას გეგმავს

ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი, 2020 - 17:51
tbl.ge/55cx
დაკოპირდა

სამხრეთ კორეის ყველაზე მსხვილი ავტომწარმოებელი მფრინავი ავტომობილების წარმოებას გეგმავს. Hyundai მუშაობს მოდელზე, რომელიც ქალაქის ფარგლებში 5-6 მგზავრს გადაიყვანს და უფრო დიდ ვერსიაზე საქალაქთაშორისო ფრენებისთვის. კომპანია ბაზარზე შესვლას 2028 წლისთვის გეგმავს. 

Hyundai-მ მფრინავი ავტომობილის პროტოტიპი ლას-ვეგასის სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუზე წარადგინა. საჰაერო ავტომობილი, თავდაპირველად, ხელმისაწვდომი იქნება, როგორც Uber-ის საჰაერო ტაქსის სერვისის ნაწილი, ხოლო 2030 წლისთვის სრულიად ავტონომიური გახდება. 

"ადამიანები, რომლებიც მუდმივად გაჭედილები არიან საცობებში, გააცნობიერებენ რამდენად უფრო მოსახერხებელია საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილება და შედეგად ვნახავთ მოთხოვნის აფეთქებას". – განაცხადა კომპანიის საჰაერო მობილობის განყოფილების აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯაივონ შინმა, პროტოტიპის წარდგენისას. 

ავტომობილის საშუალო სიჩქარე 290 კმ/სთ იქნება და 300-600 მეტრის სიმაღლეზე იფრენს. ჰიუნდაი ამბობს, რომ გამოიყენებს უფრო პატარა, ელექტროენერგიაზე მომუშავე როტორებს, რათა ნაკლები ხმაური წარმოქმნას ვიდრე შიდა წვის ძრავზე მომუშავე ვერტმფრენმა.

მომდევნო წლების განმავლობაში ინდუსტრიამ პასუხი უნდა გასცეს კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორი პილოტის ლიცენზია იქნება საჭირო მფრინავი ავტომობილის სამართავად, რა ახალი წესები და ინფრასტრუქტურაა საჭირო იმის უზრუნველსაყოფად, რომ ტრანსპორტმა ხელი არ შეუშალოს თვითმფრინავებს და ვერტმფრენებს. შინის თქმით, მფრინავი ავტომობილების დებიუტი 2023 წელს შედგება, მაგრამ კომპანია მასობრივ წარმოებას 2028 წელს გეგმავს, როდესაც შეიქმნება სათანადო ინფრასტრუქტურა და ამაღლდება საზოგადოების ცნობიერება. 

ჰიუნდაი, ასევე, მუშაობს ტრანსპორტის ვარიანტზე, რომელიც დაახლოებით 300 კილოგრამის წონის საქონელს გადაზიდავს. კომპანიას არ აქვს გადაწყვეტილი, თუ სად ააშენებს პირველ საწარმოს.  

Hyundai- ს კონკურენტებს შორის არიან Airbus SE, Boeing Co. და სტარტაპები, როგორებიცაა Lilium. Vahana-მ, თვითმავალმა საჰაერო ტაქსიმ, რომელიც Airbus-ის სილიკონის ველის ინოვაციების ცენტრმა A3-მა განავითარა, პირველი სატესტო ფრენა 2018 წელს შეასრულა , ხოლო ბოინგის პროტოტიპმა გასული წლის იანვარში. ჩინურმა ელექტრული მანქანების მწარმოებელმა XPeng Inc თავისი პროტოტიპი გასულ თვეში წარმოადგინა. ის ორ ადამიანს ატარებს და 25 მეტრზე ლევიტირება შეუძლია.

Morgan Stanley-ს ანალიტიკოსების პროგნოზის თანახმად, საჰაერო ავტომობილების ტექნოლოგია 2040 წლისთვის $2.9 ტრილიონის ღირებულების ინდუსტრიას შექმნის. . 

ჰიუნდაიმფრინავი ავტომობილიHyundai

კომენტარები

ბოლო სიახლეები

სანქტ-პეტერბურგში ეკონომიკური ფორუმის გახსნისას უკრაინამ ქალაქის ნავთობტერმინალს დაარტყა
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 10:54

სანქტ-პეტერბურგში ეკონომიკური ფორუმის გახსნისას უკრაინამ ქალაქის ნავთობტერმინალს დაარტყა

"ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა" – თბილისში 1 პირი დააკავეს
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 10:40

"ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა" – თბილისში 1 პირი დააკავეს

"სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს" - ძარცვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 10:34

"სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს" - ძარცვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა – მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 03:10

თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა – მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები

აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 00:47

აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა

ყველაზე კითხვადი

მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
1მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
2ადვოკატის ცნობით, გულბაათ რცხილაძე ირანში გამგზავრებას გეგმავდა
3კონფლიქტს ახალი ხარისხი მისცეს – პუტინი კვლავ სტარობელსკზე მიტანილ იერიშზე ლაპარაკობს
4პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
5თბილისში ავარიას კურიერი ემსხვერპლა

ბოლო ვიდეო

აშშ-ში ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტა გამშვებ პლატფორმაზე გამოცდისას აფეთქდა (VIDEO)
პარასკევი, 29 მაისი, 2026 - 07:24აშშ-ში ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტა გამშვებ პლატფორმაზე გამოცდისას აფეთქდა (VIDEO)

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში