Survation-ის კვლევა

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში კანდიდატების და პარტიების რეიტინგები - R2-ის დაკვეთილი კვლევა

გიორგი ვოლსკი / ანა დოლიძე / ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა ბრიტანული კომპანიის Survation-ის მიერ საქართველოს 6 საარჩევნი ოლქში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ექვსი საარჩევნო ოლქიდან ერთი თბილისს ეკუთვნის - დიდუბე-ჩუღურეთი.

Survation-ის მიხედვით, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში 55%-ით ქართული ოცნების კანდიდატი გია ვოლსკი ლიდერობს. მას მოსდევს ანა დოლიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) - 18%, ზურაბ ჯაფარიძე (გირჩი) - 15%, ლევან სამუშია (ლელო) - 3%, დიმიტრი ლორთქიფანიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) - 3%, გედევან ფოფხაძე - (ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი) - 3% და არჩილ ბერიძე (პატრიოტთა ალიანსი) - 2%. სხვა კანდიდატს ირჩევს გამოკითხულთა 1%;

რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს, ქართულ ოცნებას დიდუბე-ჩუღურეთში გამოკითხულთა 60% ასახელებს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - 10%, გირჩს - 7%, პატრიოტთა ალიანსს - 5%, ლელოს - 4%, ლეიბორისტულ პარტიას - 4%, სტრატეგია აღმაშენებელს - 4%, ერთიან საქართველოს - 3%, ევროპულ საქართველოს - 2%, სხვა პარტიას - 1%. 

საველე სამუშაოები ჩატარდა 21 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში. გამოკითხულია 1808 რესპონდენტი. კვლევის ცდომილება +- 6%-ია.

რუსთავი 2-ის ცნობით, Survation კვლევისას ითვლის მხოლოდ იმ რესპონდენტების პასუხებს, რომლებიც ნამდვილად მიდიან არჩევნებზე.

კომენტარები