ლელო

ლელომ პრემიერმინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე დაასახელა

ლელომ პრემიერმინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე დაასახელა. 

"ჩვენ წარმოვადგენთ არა ახალ სახეს, არამედ ახალ ძალას, ახალ შემართებას, ახალ ენერგიას, ახლებურ მიდგომას და ახლებურ მმართველობას. ჩვენ საქართველოს პრემიერმინისტრობის თანამდებობაზე გთავაზობთ ევროპული სტილის ქართველ პატრიოტს, მამუკა ხაზარაძეს". – თქვა დავით უსუფაშვილმა.  

ასევე, მამუკა ხაზარაძემ "მარშალის გეგმის" წევრები წარადგინა, ხაზარაძის თქმით, ეს გეგმა არის "საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ ერთად და აქვს მიზანი - ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად დააყენოს ფეხზე".

  • ეკა ქვლივიძე - ხაზარაძის თქმით, ის თავდაცვის მიმართულებას გაუძღვება
  • ბადრი ჯაფარიძე - ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსური მიმართულებები
  • გიგლა მიქაუტაძე - რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებები
  • ანა ნაცვლიშვილი - ხაზარაძის თქმით, უხელმძღვანელებს იუსტიციის საქმეებს და სასამართლო მიმართულებას
  • ლევან კობერიძე - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მიმართულება  
  • ფიქრია ჩიხრაძე - განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მიმართულება
  • კახა კოჟორიძე - სამართალდამცავი სისტემის მიმართულება
  • ნიკა შურღაია - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულება
  • დავით უსუფაშვილი - საგარეო საქმეებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულება
  • სოსო ვახტანგაშვილი - ხაზარაძის თქმით, ვახტანგაშვილი უხელმძღვანელებს "ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან შერიგების მიმართულებას"
  • მედეა მეტრეველი - ლელო აპირებს, კულტურის ეკონომიკის მიმართულება შექმნას და მას მეტრეველმა უხელმღვანელოს

კომენტარები