კენძო ტაკედა

Kenzo-ს დამფუძნებელი COVID-19-ით გამოწვეული გართულებებისგან გარდაიცვალა

კენძო ტაკედა
AFP

იაპონელი დიზაინერი და ბრენდ Kenzo-ს დამფუძნებელი კენძო ტაკადა 81 წლის ასაკში COVID-19-ით გამოწვეული გართულებებისგან გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ბრენდის პრესსამსახურმა გაავრცელა.

კენძო ტაკადა თავისი ფერადი დიზაინებით იყო ცნობილი. ის პირველი იაპონელი დიზაინერი იყო, რომლმაც ფრანგული მოდის სამყაროში წარმატებული ადგილი დაიმკვიდრა.

კენძო ტაკედა 1983-84 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის წარდგენის დრო
ფოტო: GETTY IMAGES

კენძო ტაკადა დაიბადა 1939 წლის 27 სექტემბერს იაპონიაში, ქალაქ ჰიმეჯიში . 50-იანი წლების ბოლოს მან მოდის ხელოვნება ტოკიოში შეისწავლა, ხოლო 1965 წელს პარიზში გადავიდა. 5 წლის შემდეგ კენძო ტაკადამ თავისი პირველი კოლექცია გამოუშვა. 1993 წელს ტაკადამ ბრენდი LVMH-ს მიჰყიდა, რის შემდეგაც კიდევ 6 წელს მუშაობდა Kenzo-ში. მომდევნო წლებში კი მხოლოდ კონკრეტულ კოლექციების შექმნაში თანამშრომლობდა ბრენდთან.

კომენტარები