მიხეილ სააკაშვილი

უკრაინული მედია: სააკაშვილს კიევის რესტორანში უცნობი პირი დანით ხელში თავს დაესხა

მიხეილ სააკაშვილი

30 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილს უცნობი პირი დანით ხელში თავს დაესხა კიევის რესტორან ფაბიუსში. ამის შესახებ უკრაინული მედია სტრანა პოლიციის წყაროზე დაყრდნობით წერს

"უცნობი მამაკაცი მივიდა რესტორნის დარბაზში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ისვენებდა. ხელნაკეთი დანით ხელში იგი მიუახლოვდა სააკაშვილს და მას დაემუქრა. სააკაშვილის და რესტორნის დაცვამ შეაკავეს თავდამსხმელი და პოლიცია გამოიძახეს. ის არ დაუკავებიათ. პოლიციის მოსვლამდე ის გაუჩინარდა. ზუსტდება თავდასხმის მოტივაცია," - თქვა წყარომ.

უკრაინული მედია წერს, რომ ინციდენტის ამსახველ ვიდეოში ჩანს მამაკაცი, რომელიც ნელა უახლოვდება მაგიდას, სადაც სააკაშვილი ვახშმობს და მასთან ლაპარაკს იწყებს. "სააკაშვილის ერთ-ერთი თანმხლები პირი (სავარაუდოდ, დაცვა) მისი მაგიდისგან [მოშორებით] გაყვანას ცდილობს. შემდეგ, ორი პირი მოვიდა (სავარაუდოდ, რესტორნის დაცვა) და მიშასთან მიახლოების საშუალება არ მისცეს. იგი მაგიდასთან დარჩა.

მედიის ინფორმაციით, უცნობი მამაკაცი განზე გადგა და დაცვის ერთ-ერთი წევრი მივიდა მასთან. ამ დროს სამი სხვა კაცი სააკაშვილის მაგიდას იცავს, ხოლო შემდეგ თავდამსხმელი მიდის. "წასვლისას ის უახლოვდება სააკაშვილის მაგიდას, რაღაცას ამბობს და ხელით რაღაც ჟესტს აკეთებს. მიშა დგება და რაღაცას პასუხობს. დაუპატიჟებელი სტუმარი მიდის". 

კომენტარები