აჭარაში პოლიციის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აჭარაში პოლიციის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

შსს-ის ინფორმაციით, ინფიცირებულია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის 2, ხოლო საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს 1 თანამშრომელი. თანამშრომლების ტესტების პასუხები 12-13 სექტემბერს გახდა ცნობილი.

ყველა თანამშრომელს, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, აღებული აქვთ ტესტები და დაკვირვების ქვეშ არიან გადაყვანილი. სამივე პოლიციელს კლინიკაში მკურნალობენ, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

დღეს, 14 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა 1 ადამიანი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. 

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 2 392 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 370 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები