ლიფტის ჩავარდნა

თემქაზე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტი ჩავარდა, რომელშიც 6 პირი იმყოფებოდა

George Gogua / flickr.com

თემქაზე, ე.წ "არაშენდას" კორპუსის ლიფტი ჩავარდა – ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ლიფტში 6 მოქალაქე იმყოფებოდა, მათგან ერთი არასრულწლოვანია. ყველა მათგანი უკვე ამოყვანილია. მსუბუქი დაზიანება მიიღო ერთმა ქალმა.

კომენტარები