ახალი კორონავირუსი ესპანეთში

მადრიდში ასობით ადამიანი ნიღბების სავალდებულო ტარებას აპროტესტებს

Reuters

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში საპროტესტო აქცია გაიმართა. ასობით დემონსტრანტი ნიღბების სავალდებულო ტარებასა და კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ შემოღებულ რეგულაციებს აპროტესტებს. აქცია მადრიდის ცენტრში გაიმართა.

“ვირუსი არ არსებობს”, “ნიღბები კლავს”, “ჩვენ არ გვეშინია” - დემონსტრანტები ამ შინაარსის პოსტერებით აპროტესტებდნენ კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ შემოღებულ შეზღუდვებს.

ესპანეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას ნიღბების ტარება სავალდებულო მაისში გახდა. მოგვიანებით რეგულაცია გავრცელდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზეც.

საპროტესტო აქციები რეგულაციების გამკაცრებას მოჰყვა. ახალი შეზღუდვებიდან ერთერთის თანახმად, აიკრძალა მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც შეუძლებელია ორმეტრიანი დისტანციის დაცვა.

მას შემდეგ, რაც ივნისის ბოლოს ესპანეთში სამთვიანი მკაცრი საკარანტინო რეგულაციები გაუქმდა, უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვნად მოიმატა ინფექციის ახალი შემთხვევების რიცხვმა.  

მთლიანობაში ესპანეთში COVID-19-ის 358,843 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს 28 617.

კომენტარები