ტროპიკული შტორმი ისაიასი

ტროპიკულ შტორმ ისაიასს აშშ-ს დასავლეთ სანაპიროზე 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

Lannis Waters

ტროპიკული შტორმი ისაიასი 2020 წლის მეცხრე ძლიერი შტორმია აშშ-ში. ჩრდილოეთ კაროლინაში ტორნადოს გამო ორი ადამიანი დაიღუპა, თორმეტი კი დაშავდა. ორი ადამიანი დაიღუპა ნიუ-იორკსა და მერილენდში მანქანაზე ხის დაცემის შედეგად. ჩრდილოეთ კაროლინის ტრანსპორტის დეპარტამენტმა კუნძულ ოკრაქოუქიდან 3000 ადამიანის ევაკუაცია უზრუნველყო.

შტორმის გამო ელექტრომომარაგება შეუწყდა 3.4 მილიონზე მეტ ადამიანს. ჩრდილოეთ კაროლინაში, მერილენდში, ვირჯინიასა და დელავერში ათზე მეტი ტორნადო აღირიცხა. ტორნადოს შესაძლო გამოჩენაზე მოსახლეობა გაფრთხილებულია ნიო-იორკსა და ფილადელფიაში.

როდესაც ისაიასი კარიბის ზღვის კუნძულებს დაატყდა თავს, სიძლიერით ის ტროპიკულ შტორმად შეფასდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ის აშშ-ს დასავლეთ სანაპიროსკენ დაიძრა ის პირველი კატეგორიის ქარიშხალად გადაფასდა. აშშ-ს სანაპიროსთან მოახლოებისას ქარიშხალი შესუსტდა და ამჟამად ისაიასი კვლავ ტროპიკულ შტორმადაა შეფასებული, თუმცა ხელისუფლება აქტიურად მოუწოდებს მოსახლეობას სიფრთხილისკენ. 

კომენტარები