სერბეთი-ჩინეთი

2019 წელს სერბეთმა ჩინეთისგან სარაკეტო თავდაცვითი სისტემა შეისყიდა

ბელგრადსა და პეკინს შორის კავშირი ღრმავდება. 2019 წელს სერბეთმა ჩინეთისგან საშუალო დიაპაზონის რადარის რაკეტები, FK-3-ის სარაკეტო თავდაცვითი სისტემები შეისყიდა.

აღნიშნულ შეიარაღებაზე სახელმწიფო შეიარაღების იმპორტ-ექსპორტის კომპანიის Yugoimport SDPR ყოველწლიურ ანგარიშში ეწერა, რაც სააგენტო Reuters-მა ნახა. 

2019 წელს სახელმწიფო შეიარაღების კომპანიამ 31 ქვეყნიდან 620.3 მილიონი დოლარის ღირებულების 163 იმპორტი განახორციელა, მათ შორის საბრძოლო დრონები ჩინეთიდან. Reuters წერს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროპული ქვეყნის მიერ FK-3-ების შესყიდვის შესახებ გახდა ცნობილი.

"იმპორტის უდიდესი ნაწილი დაკავშირებულია MIG-29-ის თვითმფრინავების მოდერნიზაციასთან, დრონების სისტემების შესყიდვასთან... და საჰაერო თავდაცვითი სისტემა FK-3", – აცხადებენ კომპანიაში.

ჩინეთმა გზა და სარტყელის ინიციატივით სერბეთში სესხების, ინფრასტრუქტურის და ელექტროენერგიის პროექტებს სახით მილიარდობით ევროს ღირებულების ინვესტიცია ჩადო.

ივნისის ბოლოს სერბეთის საჰაერო ძალებმა მიიღეს  CH-92A საბრძოლო დრონები ლაზერული მართვადი რაკეტებით - ეს ევროპაში ჩინური უპილოტო საჰაერო ხომალდების განლაგების პირველი შემთხვევაა.

სერბეთს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი აქვს. ქვეყანამ 2006 წელს სამხედრო ნეიტრალიტეტი გამოაცხადა და NATO-ს პარტნიორობის და მშვიდობის პროგრამას შეუერთდა, თუმცა წევრობას არ ესწრაფვის. 

2018 წელს Jugoimport SDPR-მა 32 ქვეყნიდან 482.7 მილიონი დოლარის ღირებულების 162 იმპორტი განახორციელა, მათ შორის, რუსული მოიერიშე და სატრანსპორტო ვერტმფრენებისა.

2019 წელს რუსეთმა სერბეთში რუსულ-სერბული ერთობლივი სამხედრო წვრთნისთვის "სლავური ფარი" S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის და „პანცირის“ ანტისარაკეტო სისტემის ნაწილი სერბეთში გაგზავნა.

კომენტარები