კოსოვოს პრემიერმინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

Yves Herman / Pool Photo via AP

კოსოვოს პრემიერმინისტრს, ავდულა ჰოტის კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მან თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

ავდულა ჰოტის თქმით, ხველის გარდა მას სხვა სიმპტომები არ ჰქონია, მომავალი ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება და საქმიანობას სახლიდან გააგრძელებს.

ბოლო 4 დღის განმავლობაში კოსოვოში ახალი კორონავირუსის 953 შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, 8799 შემთხვევიდან 4863 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 249 გარდაიცვალა.

კომენტარები