ჰარი პოტერი

დღეს ჰარი პოტერის დაბადების დღეა - 15 ფაქტი, რომელიც, შესაძლოა, არ იცოდით

ჰარი პოტერი მრუდე ქუჩას ეწვია საჭირო ნივთების შესაძენად.

დღეს 31 ივლისია, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი მაგიური სამყარო იმ ბიჭის დაბადების დღეს აღნიშნავს, რომელმაც ისინი ბნელი ლორდისგან საბოლოოდ იხსნა - ჰარი პოტერის!

"მან არ იცოდა, რომ ამ მომენტში ხალხი ერთმანეთს საიდუმლოდ ხვდებოდა, ჭიქებს უჭახუნებდნენ და ჩუმად იძახდნენ - გაუმარჯოს ჰარი პოტერს, ბიჭს, რომელიც გადარჩა." - წერს როულინგი ჰარი პოტერის და ფილოსოფიური ქვის პირველი თავის დასასრულს.

გაეცანით ფაქტებს, რომლებიც, შესაძლოა, აქამდე არ იცოდით:

1. ჰარი პოტერის ავტორს, ჯოან როულინგსაც დაბადების დღე ჰარის მსგავსად  31 ივლისს აქვს. უბრალოდ, როულინგი 1966 წელს დაიბადა, ჰარი პოტერი კი 1980 წელს.

2. ჯოან როულინგს ჰარი პოტერის დაწერის იდეა მანჩესტერიდან ლონდონისკენ მიმავალ მატარებელში მოუვიდა. თავდაპირველად, მან იფიქრა, რომ შეექმნა ისეთი წიგნი, სადაც ბიჭი, რომელსაც არ ეცოდინებოდა, რომ ჯადოქარია, მაგიის სკოლაში დაიწყებდა სწავლას. როულინგის თქმით, მატარებელში მისი იდეა ბიჭის შესახებ ნელ-ნელა რეალური გახდა.

3. როდესაც როულინგმა ჰარი პოტერის პირველი წიგნი ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა დაწერა, დედა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და შვილს სრულიად მარტო ზრდიდა. ოპრა უინფრისთან ინტერვიუში მან თქვა, რომ "ჰარი პოტერის თავგადასავალი, არის თავგადასავალი, იმის შესახებ, თუ როგორ "ვივაჭროთ" სიკვდილთან, რას ნიშნავს, რომ ცოცხლები ვართ, რას ნიშნავს რომ ვკვდებით - ეს ყველა წიგნშია გამოხატული".

4. რონ უისლის მამის, არტუს უისლის მანქანა ფორდ ანგლია იგივე მანქანაა, რითაც ჯოან როულინგი უნივერსიტეტში დადიოდა თავის მეგობართან ერთად.

5. ჯოან როულინგის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ლორდი ვოლდემორი ოდესმე ბოგარტს გადაეყრებოდა, მაგიური ქმნილება გვამის ფორმას მიიღებდა, რადგან ვოლდემორის ყველაზე დიდი შიში სიკვდილი იყო.

6. ჰარი პოტერის ავტორმა წიგნებისა და ფილმების გამოსვლის შემდეგ აღიარა, რომ სასიყვარულო ურთიერთობას ჰერმიონ გრეინჯერსა და რონ უისლის შორის ნანობს.

7. დრაკო მალფოის როლის შემსრულებელი, ტომ ფელტონი, თავდაპირველად ჰარის ან რონის როლისთვის განიხილებოდა.

8. ჰარი პოტერის პირველი წიგნი 1998 წელს გამოვიდა - ამავე წელს გაიმართა ჰოგვორტსის ფინალური ბრძოლა. ამის შესახებ ჯოან როულინგმა თქვა, რომ "დაიწყო მაშინ, როდესაც ყველაფერი მორჩა."

9. ჯოან როულინგის თქმით, დემენტერობი იმ დეპრესიის განსახიერებები არიან, რომელიც მას 20-დან 30-წლამდე ჰქონდა.

10. ყველა ფილმში ჰოგვორტსის სტუდენტებს უწევდათ, შეესრულებინათ ნამდვილი საშინაო დავალებები, რათა ეს ყველაფერი მაყურებლისთვის რეალური ყოფილიყო.

11. ჰარი პოტერის როლის შემსრულებელს, დენიელ რედკლიფს, რვავე ფილმის გადაღებებისას სულ 160 ცალი სათვალე დასჭირდა.

12. ჯოან როულინგი ინტერვიუებში საკუთარ თავს ხშირად ამსგავსებს ჰერმიონ გრეინჯერს.

13. ალბუს პერსივალ ვულფრიკ ბრაიან დამბლდორის სახელი ინსპირირებულია ინგლისური სიტყვიდან "bumblebee", რომელიც დიდი და ბანჯგვლიანი ფუტკრის აღმნიშვნელი სიტყვაა. 

14. იმ შემთხვევაში, თუ მაგლები ოდესმე ჰოგვორტსის შენობას გადაეყრებოდნენ, ისინი დაინახავდნენ ნანგრევებს, რომელსაც აწერია "აქ შემოსვლა სახიფათოა."

15. ფილმების გადაღების შემდეგ დენიელ რედკლიფმა და რუპერტ გრინმა თქვეს, რომ სხვადასხვა პერიოდში ორივეს მოსწონდა ემა უოტსონი.

კომენტარები