ლერი სულაბერიძე

ლერი სულაბერიძის მანქანის მისამართით სროლის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

IPN

ლერი სულაბერიძის მანქანის მისამართით სროლის საქმეზე ერთი პირი დააკავეს – ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

1980 წელს დაბადებული ი.ღ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ლერი სულაბერიძის ავტომანქანას გუშინ, 28 ივლისს, უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ასევე 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება.)

კომენტარები