მოზარდების დაკარგვა

დედოფლისწყაროში ორ დაკარგულ მოზარდს ეძებენ

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ორ დაკარგულ მოზარდს ეძებენ – ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მოზარდები სახლიდან გუშინ, 27 ივლისს, გავიდნენ და აღარ დაბრუნებულან. 

შსს-ს ინფორმაციით, საქმეში ჩართულია პოლიცია და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

კომენტარები