ქანიე ვესტმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაიფიქრა

Sky News

ჰიპ-ჰოპ არტისტმა, ქანიე ვესტმა ორი კვირის წინ დაწყებული საარჩევნო კამპანია მოულოდნელად დაასრულა. ინფორმაციას ვესტის შტაბის ერთ-ერთი წევრი, სტივ კრამერი ავრცელებს.

"თამაშიდან გავიდა. მთელი გუნდი, 180 ადამიანი დაითხოვა. ქანიეს გადაწყვეტილებას ვერ შევაფასებ, ყველას პირადი მოტივები ამოძრავებს, როდესაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს. საარჩევნო რბოლა რთული საქმეა, ნებისმიერს შეიძლება გაუჩნდეს ეჭვი". – ამბობს კრამერი.

4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს, რეპერმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც მოსახლეობას საარჩევნო კამპანიის დაწყება ამცნო.

"ჩვენ ხორცი უნდა შევასხათ ამერიკის დაპირებას ღმერთის ნდობით, ჩვენი ხედვების გაერთიანებით და მომავლის შენებით. აშშ-ს პრეზიდენტობისთვის ვიბრძოლებ! #2020VISION". – წერდა მომღერალი სოციალურ ქსელში.

წინასწარი სტატისტიკური მონაცემებით, ვესტის მხარდამჭერი მოსახლეობის 2%-ზე ნაკლებია. 

კომენტარები