ქართული ოცნების საარჩევნო შტაბი

ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძე დაინიშნა

იმედი

ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე დაინიშნა. – ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის Facebook-გვერდზე გავრცელდა.

"პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ცენტრალურ ოფისში საარჩევნო შტაბის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე, რომელშიც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა.

ირაკლი კობახიძემ საარჩევნო შტაბის წევრებს წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ საკუთარი ხედვა წარუდგინა.
სხდომაზე არჩევნებთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს". – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე იყო.

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები