ბენ სტილერი

ბენ სტილერმა ფილმიდან დონალდ ტრამპის ამოჭრაზე უარი თქვა

New York Post

თაყვანისმცემლების თხოვნის მიუხედავად, მსახიობმა და რეჟისორმა ბენ სტილერმა ფილმ Zoolander-დან დონალდ ტრამპის ამოჭრაზე უარი თქვა.

"ეს უკვე წარსულია. ტრამპი იმ ეპოქის არაერთ სულელურ ფილმში გამოჩნდა, პერიოდის ერთგვარი ბრენდია". – ამბობს მსახიობი პოდკასტში.

კომედია ზულენდერი 2001 წელს გამოვიდა. ფილმში ამერიკის მომავალი პრეზიდენტი ცოლთან, მელანიასთან ერთად რამდენიმე წამით ჩანს.

წარსულში ტრამპს ეპიზოდური როლები შესრულებული აქვს ფილმებში Home Alone 2, Little Rascals, Two Weeks Notice, Sex and The City. 

კომენტარები