რუსეთი

რუსეთში ლენინის ძეგლს ფრინველების შესაშინებლად ლითონის კბილანები დაუმაგრეს

რუსეთში, მაგადანში, ფრინველების ასარიდებლად ვლადიმერ ლენინის ძეგლს თავზე და მხრებზე ლითონის კბილანები დაუმაგრეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

კოსმონავტების მოედანზე დამონტაჟებული ძეგლის ფოტოები მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელებში და მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია. საკითხს გამოეხმაურა მაგადანის მერიც, იური გრიშანი. მან მომხდარს მკრეხელობა უწოდა და გასცა განკარგულება, რომ ნაკეთობისთვის პირვანდელი იერსახე დაებრუნებინათ. 

ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ კბილანები ძეგლს აქტიურმა მოქალაქეებმა საკუთარი ინიციატივით დაუმონტაჟეს. 

კომენტარები